ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, სამხრეთ-პარსის მსხვილ ნავთობქიმიურ ობიექტზე თავდასხმა განახორციელა.
ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასნიმის" ცნობით, თავდასხმის სამიზნე ჯამისა და დამავანდის ნავთობქიმიური ქარხნები იყო, რომლებიც ირანის ენერგეტიკული და საექსპორტო ქსელის მნიშვნელოვან კომპონენტებს წარმოადგენენ.
კაცმა ეს ობიექტები აღწერა, როგორც "კრიტიკული აქტივები, რომლებიც ირანის ნავთობქიმიური წარმოების დაახლოებით ნახევარს შეადგენს".
კაცმა განაცხადა, რომ ორივე კომპლექსი ერთად ირანის ნავთობქიმიური ექსპორტის დაახლოებით 85%-ს შეადგენს. მისი თქმით, ეს ობიექტები მწყობრიდან გამოვიდა.
მან თავდასხმა შეაფასა, როგორც "დიდი ეკონომიკური დარტყმა", რომელიც ირანს "ათობით მილიარდი დოლარის" ზარალს მოუტანს ნავთობქიმიური შემოსავლის დაკარგვის სახით. ისრაელი აცხადებს, რომ ეს მოგება ირანის სამხედრო ძალების დასაფინანსებლად გამოიყენება.
