პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში განაცხადა, რომ ირანს "ძალიან უნდა შეთანხმების მიღწევა" და დასძინა: "ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი ძალიან მალე მოგვარდება", - ამის შესახებ ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, მოლაპარაკებების მომავალთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ტრამპმა უპასუხა: "ჩემი და კიდევ რამდენიმე ადამიანის გარდა, არავინ იცის, რაზეა მოლაპარაკებები", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
"მინდა ვთქვა, რომ ირანს ძალიან სურს შეთანხმება. მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ. არ მინდა დეტალებში შესვლა, მაგრამ მათ... წინააღმდეგ შემთხვევაში, ბირთვული იარაღი არ ექნებოდათ. მაგრამ, მათ ის აქვთ", - თქვა ტრამპმა.
