Newsmax-ის ჟურნალისტ გრეტა ვან სუსტერენთან ინტერვიუში, პრეზიდენტმა ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ირანთან ომში აშშ-მ უკვე გაიმარჯვა, - ამის შესახებ ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.
"ჩვენ უკვე მოვიგეთ, მაგრამ სრული უპირატესობით გამარჯვება მსურს", - აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპმა კვლავ განაცხადა, რომ ირანის საზღვაო და საჰაერო ძალები, ასევე ქვეყნის ხელმძღვანელობა განადგურებულია.
"ჩვენ ყველაფერი გავანადგურეთ. თუ ჩვენ იქიდან ახლავე წავალთ, მათ 20 წელი დასჭირდებათ ყველაფრის აღსადგენად, თუ ამას ოდესმე საერთოდ შეძლებენ", - განაცხადა ტრამპმა, მაგრამ დასძინა, რომ ეს "საკმარისი არ არის".
"ჩვენ უნდა გვქონდეს გარანტიები, რომ მათ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი", - განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, CBS News-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანს უფრო დიდი სამხედრო შესაძლებლობები აქვს, ვიდრე თეთრმა სახლმა ან პენტაგონმა საჯაროდ აღიარეს.
