ისრაელში 40 წლამდე ქართველი მამაკაცი მოკლეს.

მედიის ცნობით, შემთხვევა ქალაქ ხოლონში მოხდა.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილიც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.

მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები დანით ჰქონდა მიყენებული. იგი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.