ისრაელის ქალაქ ბნეი ბრაკში პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ულტრაორთოდოქსების ჯგუფმა ორი ჯარისკაცი ქალი გაიტაცა. მათი დაბრუნება პოლიციამ შეძლო.

რამდენიმესაათიანი შეტაკებების შედეგად, დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მანქანები, დაკავებულია 20-ზე მეტი ადამიანი.

არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, თითქოს ადგილზე მყოფი ჯარისკაცები ჯარში გაწვევის უწყებებს არიგებდნენ. ისრაელის კანონმდებლობით ქვეყანაში სამხედრო სამსახური სავალდებულოა, თუმცა ებრაელი "ულტრაორთოდოქსული" მოსახლეობა ძირითადად მისგან გათავისუფლებულია.

მომხდარი დაგმო ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.