კანადელი წყვილის წერილი, რომელიც ბოთლში ჩადეს და ოკეანეში გადააგდეს, 13 წლის შემდეგ, გადაგდების ადგილიდან 3220 კილომეტრის დაშორებით, ირლანდიაში იპოვეს.
როდესაც ბრედ სკუაირსმა და ანიტა მორანმა პიკნიკის შესახებ გულისამაჩუყებელი ისტორია დაწერეს, ღვინის ბოთლში ჩადეს და ოკეანის ტალღებში გადააგდეს, ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ვინმე მას წაიკითხავდა, მით უმეტეს 13 წლის შემდეგ, იმ ადგილიდან 3220 კილომეტრის მოშორებით.
ნიუფაუნდლენდის ბელ აილენდის წყლებში ჩაგდებული ბოთლი და მასში მოთავსებული წერილი ატლანტის ოკეანის ბობოქარ წყლებში 4600 დღეზე მეტხანს მოგზაურობდა, დონალდ ტრამპის ორჯერ არჩევის და გლობალური პანდემიის მოსვლისა და დასრულების ფონზე.
ეპიკურმა მოგზაურობამ ბოთლი ირლანდიის დასავლეთ სანაპირომდე მიიყვანა, სადაც ის მიმდინარე კვირას, პლაჟს დასუფთავებისას აღმოაჩინეს.
"ეს სუფთა სიხარულის მომენტია“, - თქვა მართა ფარელმა, მაჰარის კონსერვაციის ასოციაციის თავმჯდომარემ, რომლის წევრებმაც ბოთლი ორშაბათს იპოვეს.
სოციალურ ქსელის მეშვეობით, ირლანდიელებმა წერილის ავტორები იპოვეს. აღმოჩნდა, რომ ისინი ცოლ-ქმარი არიან და 3 შვილი ჰყავთ.
წერილში ეწერა: "ანიტას და ბრედის ერთ დღიანი მოგზაურობა. დღეს საღამოს, კუნძულის კიდეზე ვახშმით, ღვინის ამ ბოთლით და ერთმანეთით დავტკბით. თუ ამას იპოვით, გთხოვთ დაგვირეკეთ“. წერილის ავტორებმა საკუთარი ნომერიც დაწერეს, თუმცა წარმოდგენა არ გქონდათ, რომ ამ წერილს ვინმე წაიკითხავდა.