მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო მებრძოლად დასახელდა. ის პირველი ქართველი სპორტსმენია, ვინც ESPY-ს ჯილდოს მფლობელი გახდა.
გამარჯვებულების გამოვლენის პროცესში როგორც გულშემატკივრები, ისე ექსპერტთა ჯგუფი ცალკეულ კატეგორიებში მონაწილეობენ.
მერაბ დვალიშვილთან ერთად, საუკეთესო მებრძოლის ნომინაციაზე წარდგენილები იყვნენ ისლამ მახაჩევი, კაილა ჰარისონი და დრიკუს დუ პლესი.
შერეულ ორთაბრძოლებში მერაბ დვალიშვილს 20 გამარჯვება და ოთხი მარცხი უფიქსირდება.