უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროკომისიას არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს.
"ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროკომისიამ ვერ შეძლეს აშშ-თან ხელსაყრელი სატარიფო შეთანხმების მიღწევა და ევროპელები კიდევ ერთხელ იხდიან ამის ფასს.
ჩვენ ვთქვით, რომ ევროკავშირის მიერ აშშ-ზე დაწესებული ტარიფები ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უნდა შემცირებულიყო. ჩვენ გვჭირდება პატრიოტები და არა ბიუროკრატები!”- წერს პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში.