ამ წუთებში ბრალს უყენებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსს, ალექსი ახვლედიანს, რომელსაც თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, რიჟვაძემ თვითმკვლელობის მიზნით გასროლა გულმკერდის არეში სწორედ ახვლედიანის "გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა.

არ არის გამორიცხული, დღესვე ჩატარდეს სასამართლო პროცესიც. ადვოკატი აცხადებს, რომ გირაოს შუამდგომლობას დააყენებს. პოლიციამ ახვლედიანი გუშინ დააკავა.

"როდესაც ნახა ეს მდგომარეობა და 112-ის გამოძახება აგვიანებდა, უცებ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან წამები წყვეტდა ამ ადამიანის სიცოცხლის საკითხს და თავისივე მანქანით გადაიყვანა კლინიკაში. მე გუშინ ვნახე შემთხვევის ადგილი, რომელიც ჯერ კიდევ ხელუხლებელია და იქ არანაირი სუფრის კვალი არ არის. ინციდენტი საცხოვრებელ სახლში მოხდა, იმ საძინებელ ოთახში, სადაც ისვენებდა ბატონი რიჟვაძე. ისინი მეგობრები არიან და ხშირად სტუმრობდნენ ერთმანეთს. მე ამ ეტაპზე გეტყვით ჩემს მოსაზრებას, რომელიც არ ეყრდნობა საქმის მასალებს. ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა ბატონი ალექსის პირად ხელჩანთაში, რომელიც იდო ოთახში. ხელჩანთას ხომ არ ყარაულობთ, როდესაც მეგობრებთან ერთად ხართ?", - განაცხადა ლალი აფციაურმა.