ინდონეზიაში, სულავესში 61 წლის ფერმერი 9 მეტრიანმა პითონმა შეჭამა, როდესაც ის საქონელს მწყემსავდა.

შემთხვევა პარასკევს დილით მოხდა, მამაკაცის სამძებრო სამუშაოები კი მეორე დღეს დაიწყო, როდესაც ის სახლში არ გამოჩნდა.

სოფლის მაცხოვრებლებმა გველი შემთხვევის ადგილთან ახლოს იპოვეს, მას გადაადგილება არ შეეძლო. გველის გაკვეთის შედეგად დადასტურდა, რომ მის მუცელში დაკარგული 61 წლის კაცი იყო.

პოლიციის ინფორმაციით, 61 წლის მამაკაცმა ოჯახს დაუბარა, რომ საქონლის გამოსაკვებად მიდიოდა, თუმცა ის სახლში არ დაბრუნდა. მეორე დღეს კი აღმოჩნდა, რომ მამაკაცი პითონმა გადაყლაპა. სამართალდამცველების განმარტებით, შემთხვევა უპრეცედენტოა.