იტალიაში, მილან-ბერგამოს საერთაშორისო აეროპორტში, 35 წლის მამაკაცი თვითმფრინავის ძრავამ ჩაითრია და დაიღუპა. შემთხვევის შედეგად, აეროპორტი დაიხურა და რეისები გადაიდო.
მედიის ცნობით, მამაკაცი არც აეროპორტის თანამშრომელი ყოფილა და არც მგზავრი. ვარაუდობენ, რომ მან ბარგის მიღების ზონაში ერთ-ერთი კარი ძალის გამოყენებით გააღო, შემდეგ ასაფრენ ბილიკზე გავიდა და ასაფრენად გამზადებულ თვითმფრინავს შეუვარდა, რის შემდეგაც ის ძრავამ შეითრია.
Flightradar24-ის მონაცემები აჩვენებს, რომ თვითმფრინავი, რომელიც მილანიდან ესპანეთში მიემართებოდა, ავარიამდე მხოლოდ 1 წუთი და 55 წამი იმყოფებოდა მოძრაობაში.
შემთხვევის შედეგად, იტალიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ აეროპორტში 19 რეისი გაუქმდა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.