ცენტრალურ ღაზაში, წყლის შესაგროვებელ პუნქტზე თავდასხმას სულ მცირე 10 პალესტინელი ემსხვერპლა. როგორც Al Jazeera წერს, მათ შორის ექვსი ბავშვია.

მედიის ცნობით, დაჭრილია კიდევ 16 ადამიანი.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ისრაელის თავდასხმები სულ უფრო მძაფრდება, ალყაში მოქცეულ ანკლავში კი საკვებისა და წყლის მარაგი კვლავ კრიტიკულად მცირეა.