მალტაზე, 25 წლის ბრიტანელი ტურისტი სასტუმროს აივნიდან გადავარდა და დაიღუპა.
პოლიციამ მამაკაცის უსიცოცხლო სხეული, რომელიც მიწაზე იწვა, პარასკევს, სენტ-ჯულიანის სასტუმროში იპოვა. ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაადასტურა, რომ მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.
გამოძიების წინასწარი მონაცემებით, მამაკაცი აივნიდან დაახლოებით დილის 4:15 გადავარდა. მალტის პოლიციის ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება.