ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, უპირობოდ დაუჭიროს მხარი ყველა ქმედებას, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს.
ჩრდილოეთ კორეაში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, სერგეი ლავროვი ქალაქ ვონსანში თავის ჩრდილოეთ კორეელ კოლეგას, ჩოე სონ ჰუის შეხვდა.