თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლივიტმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანთან შეხვედრაზე, რომლის გამართვის შესახებ პრეზიდენტმა განაცხადა, აშშ-ს წარმომადგენლები სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი იქნებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას ABCNEWS-ი ავრცელებს.

„ამის შესახებ პრეზიდენტს ახლახან ვესაუბრე. ირანმა ამ კვირაში შეხვედრა მოითხოვა. ამიტომ, სპეციალური წარმომადგენელი ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი დოჰაში გაფრინდებიან მაღალი დონის შეხვედრებისთვის, სადაც ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთგაგების მემორანდუმის განხილვას. მაღალი დონის მოლაპარაკებების ფარგლებში, ტექნიკური დისკუსიები გაიმართება“, - განაცხადა ლივიტმა.