ძაღლმა, რომელიც ლას-ვეგასის საერთაშორისო აეროპორტში მიატოვეს, ახალი სახლი იპოვა. მისი მეპატრონე ერთ-ერთი პოლიციელი გახდა, რომელიც 2 წლის პუდელის გადარჩენაში მონაწილეობდა. ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.
ლას-ვეგასის პოლიციის ოფიცერმა, სკიტერ ბლეკმა, "გოლდენდუდლი" სიმბოლური სახელით "ჯეტ ბლუ", რამდენიმე კვირის შემდეგ იშვილა, რაც ის ლას-ვეგასის აეროპორტში, ავიაკომპანია JetBlue-ს რეგისტრაციის დახლთან, წინა პატრონმა დატოვა.
ცნობისთვის, ქალი, რომელმაც ძაღლი აეროპორტში დატოვა, დააკავეს. პოლიცია მას ცხოველის მიტოვებასა და დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევას ედავება.
როგორც მედია წერს, ქალს ძაღლის თვითმფრინავით გადასაყვანად საჭირო დოკუმენტაცია არ ჰქონდა და ის აეროპორტში დატოვა, თუმცა თვითმფრინავზე ასვლამდე, ქალი პოლიციამ დააკავა.
