ოფიციალური პირების განცხადებით, ნიუ-იორკში, ჰარლემის რაიონში, გასულ კვირას  გავრცელებული "ლეგიონერების დაავადების" გამო, 3 ადამიანი დაიღუპა და 67 ინფიცირებულია. 

მედიის ცნობით, როდესაც ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა ვირუსის აფეთქების შესახებ გამოაცხადა, ოფიციალურმა პირებმა ერთი გარდაცვალების და 22 ინფიცირების შემთხვევა დაადასტურეს.

ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, შემთხვევები ცენტრალური ჰარლემის ხუთ საფოსტო ინდექსშია კონცენტრირებული და დაავადების სხვა დასახლებულ პუნქტებში გავრცელება მოსალოდნელი არ არის.