დიდ ბრიტანეთში, ლონდონის საუთენდის აეროპორტთან, მცირე ზომის სამედიცინო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 4 ადამიანი ემსხვერპლა. 

მედიის ცნობით, თვითმფრინავი კვირას საღამოს, აფრენიდან რამდენიმე წამში ჩამოვარდა და აფეთქდა. ავიაკატასტროფის გამო, საერთაშორისო აეროპორტი დაიხურა და ფრენები გაუქმდა.

პოლიციამ 4 ადამიანის დაღუპვა დაადასტურა. სავარაუდოდ, გარდაცვლილებს შორის ორი პილოტი და ორი მგზავრია.

ავიაკატასტროფების გამოძიების განყოფილებამ, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო.