თბილისში, სადგურის მოედანზე განვითარებული მოვლენების გამო, ზუგდიდის სპორტული კომპლექსის გახსნის ღონისძიება, რომელიც დღეს 20:00 საათზე იყო დაგეგმილი, გადაიდო.

ცნობისთვის, "სადგურის მოედნის" მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი შენობის ფასადი ჩამოინგრა. შსს-ს ცნობით, ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მყისიერად განახორციელეს მოქალაქეების ევაკუაცია.

მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები.