აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დღეს ირანისგან პასუხს ელის, რომელიც საომარი მოქმედებების დასრულებაზე იქნება ორიენტირებული და დასძინა, რომ "სერიოზული შეთავაზების" იმედი აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
"დღეს რაღაც უნდა გავიგოთ. ბოლო ერთი საათის მონაცემებით, ჩვენ ეს ჯერ არ მიგვიღია. მათი სისტემა ჯერ კიდევ ძალიან დაზიანებულია და არაეფექტურია, რაც შეიძლება შემაფერხებელი იყოს",- განაცხადა რუბიომ, დღეს დილით, რომში გამართულ პრესკონფერენციაზე.
აშშ-ის მთავარმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ არსებობს იმედი, რომ ირანის პასუხი "სერიოზული მოლაპარაკებების პროცესში ჩართვის საშუალებას მოგვცემს".
ამასთან, ღამით გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, "ირანმა შექმნა ან ცდილობს შექმნას რაღაც ტიპის სააგენტო, რომელიც სრუტეში მოძრაობას გააკონტროლებს". აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რუბიომ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ "ძალიან პრობლემური და სრულიად მიუღებელია".
