მეხიკოში ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება. 120-ზე მეტი ადამიანი დაშავდა საპროტესტო აქციაზე მომხდარი შეტაკების დროს. მათ შორის არიან პოლიციელებიც.

მექსიკის დედაქალაქის ქუჩებში პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის მთავრობის წინააღმდეგ ათასობით ადამიანი გამოვიდა. დედაქალაქის გარდა, დემონსტრაციები გაიმართა მექსიკის სხვა ქალაქებშიც.

მომიტინგეებსა და პოლიციას შორის მოხდა შეტაკებები. სამართალდამცველებმა, აქციის მონაწილეების დასაშლელად, ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. პოლიციამ 20-ზე მეტი პირი დააკავა.