რუსეთ-უკრაინის ომი საბოლოოდ მოლაპარაკებებით დასრულდება, - აცხადებს მედიასთან თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი.
"ვფიქრობ, ეს ომი ყველაზე რთულ მომენტშია, რადგან ორივე მხარე ერთმანეთის სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებაზეა ორიენტირებული, ომი ახლა დრონების ომად იქცა, დანაკარგები კი მართვად ზღვარს გასცდა", - განაცხადა მედიასთან თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, მოლაპარაკებები გარდაუვალია. ეს შეიძლება მოხდეს თურქეთში ან სხვაგან, თუმცა მშვიდობა აუცილებლად დამყარდება.
