სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ აღავლინა.
ლიტურგიის დასრულების შემდეგ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა. მიტროპოლიტმა ასევე დალოცა ანსამბლები.
"არიან ადამიანები, რომლებიც თავის სულში ვერანაირ ცოდვას ვერ ხედავენ. ამას უწოდებენ სულიერ სიკვდილსაც, როცა ადამიანს სული მკვდარი აქვს და ამას ვერ აცნობიერებს. როგორ ვლინდება ეს - ადამიანი აკვირდება თავის თავს, მაგრამ ცოდვებს ვერ ხედავს. შესაძლებელია განკურნებაც ღვთის მადლით და მკვდრეთით აღდგომაც ჩვენი, თუ ჩვენ ამას მოვინდომებთ და გვექნება რწმენა, რომ ეს შესაძლებელია“, - განაცხადა მეუფემ.
