სტიქია ინდონეზიაში - ძლიერი წვიმებით გამოწვეულ მეწყერს 11 ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი დაკარგულად ითვლება.
ინდონეზიის კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
სტიქია ინდონეზიაში - ძლიერი წვიმებით გამოწვეულ მეწყერს 11 ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი დაკარგულად ითვლება.
ინდონეზიის კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
1763288319
სტამბოლის გუბერნატორის ადმინისტრაციამ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ორ მუშას პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ხოლო მაშველების მიერ გადარჩენილი კიდევ სამი მუშა კლინიკაში გადაიყვანეს.
1763286879
"ის არ გაქრა და ეს ჩიტების გუნდი არ იყო. ნამდვილი "მატრიცა" იყო თუ უბრალოდ დადგმული პაროდია... არ ვიცი, მაგრამ რაღაც იყო", - განაცხადა ლორი ნაჯაჰალსკიმ, რომელმაც უცნაური მფრინავი შავი წრის ფოტოები გადაიღო.დისნეილენდის წარმომადგენლებმა მოგვიანებით დაადასტურეს, რომ შავი რგოლი არის კვამლის გამომწვევი პიროტექნიკური მოწყობილობა, რომელიც პარკის ცნობილი ფეიერვერკების დროს გამოიყენება.პარკის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მათ ხუთშაბათს დილით, პარკის გახსნამდე, შეამოწმეს აღჭურვილობა, რამაც აღნიშნული შავი ღრუბელი გამოიწვია.
1763284910
"ბუნებრივია, საქართველოს ეკონომიკისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ამ მასშტაბის სტიმულირება სერიოზული პრობლემაა ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებისთვის. რაც უფრო ძლიერი და დამოუკიდებელია სახელმწიფო ეკონომიკური თვალსაზრისით, მით უფრო რთულია მისი დამოუკიდებლობის შერყევა. სწორედ ამას უკავშირდება ის სიცრუეზე აგებული, ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, რომელიც საქართველოს არაკეთილმოსურნეებმა და მათმა ადგილობრივმა აგენტურამ ამ უპრეცედენტო და უნაკლო საინვესტიციო პროექტის წინააღმდეგ წამოიწყეს. მათი კამპანიის თითოეული პუნქტი ყალბია და მთლიანად სიცრუეზეა აგებული. კერძოდ, ისინი აცხადებენ, რომ შენდება ორი არაბული ქალაქი და იწყება საქართველოს "არაბიზაცია". ამ თეზისს სერიოზულ პასუხს არ გავცემდი, რომ არ მენახა რამდენიმე პატივსაცემი ადამიანის განცხადება, რომელმაც ეს გზავნილები, სამწუხაროდ, დამაჯერებლად აღიქვა. წუხილი შესაძლო მიგრაციასთან დაკავშირებით სრულიად გასაგებია და ამიტომ, აუცილებლად მიმაჩნია, "არაბიზაციის" მითის შესახებ საზოგადოებას სრული ინფორმაცია გავუზიარო. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ საქართველოში აშენდება არა ორი არაბული ქალაქი, არამედ შეიქმნება ორი ულამაზესი ქართული, ევროპული ტიპის განაშენიანების სივრცე თბილისისა და ბათუმის მიმდებარედ. სულ გათვალისწინებულია 16 000 საცხოვრებელი სახლისა და ბინის მშენებლობა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა აქედან 60 პროცენტიც რომ იყიდონ, ეს ნიშნავს, რომ მათზე სულ 9 600 ბინა გაიყიდება, როცა გასული 4 წლის განმავლობაში უცხოელებმა საქართველოში 60 ათასზე მეტი ბინა შეიძინეს, ამას კი საქართველოსთვის არავითარი დემოგრაფიული პრობლემა არ შეუქმნია და არც შექმნის. ამ მარტივი სტატისტიკიდანაც კი ჩანს, თუ რამდენად ყალბია განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ „იგლ ჰილსის“ პროექტი საქართველოს დემოგრაფიულ პრობლემებს შეუქმნის. აქვე უნდა ითქვას, რომ უცხოელ მყიდველებს არ მიენიჭება არავითარი სპეციალური შეღავათები საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების თვალსაზრისით. "იგლ ჰილსის" ხელმძღვანელის განცხადება იმის შესახებ, რომ ის ბინების 60 პროცენტის გაყიდვას საერთაშორისო მყიდველებზე ვარაუდობს, ეფუძნება იმ გარემოებას, რომ კომპანიას აქვს კარგად აწყობილი გაყიდვების ქსელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. თუმცა, საქართველოში ეკონომიკის სწრაფი ზრდისა და იმის გათვალისწინებით, რომ "იგლ ჰილსის" საფასო პოლიტიკა არა მხოლოდ მაღალი, არამედ საშუალო სეგმენტის ქართველ მყიდველსაც მისცემს სახლის ან ბინის შეძენის შესაძლებლობას, ჩვენი საფუძვლიანი ვარაუდით, ქართველი მყიდველების რაოდენობა 50 პროცენტს ბევრად გადააჭარბებს“, - განაცხადა პრემიერმა.
1763282062
"ვფიქრობ, ეს ომი ყველაზე რთულ მომენტშია, რადგან ორივე მხარე ერთმანეთის სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებაზეა ორიენტირებული, ომი ახლა დრონების ომად იქცა, დანაკარგები კი მართვად ზღვარს გასცდა", - განაცხადა მედიასთან თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.მისივე თქმით, მოლაპარაკებები გარდაუვალია. ეს შეიძლება მოხდეს თურქეთში ან სხვაგან, თუმცა მშვიდობა აუცილებლად დამყარდება.
1763281201
მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს ბრიტანეთსა და ირლანდიაშიც, სადაც, ქარიშხალთან ერთად, წყალდიდობასაც ებრძვიან. სტიქიამ პრობლემები შეუქმნა როგორც სარკინიგზო, ისე საავტომობილო მოძრაობას.
1763279886
მექსიკის დედაქალაქის ქუჩებში პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის მთავრობის წინააღმდეგ ათასობით ადამიანი გამოვიდა. დედაქალაქის გარდა, დემონსტრაციები გაიმართა მექსიკის სხვა ქალაქებშიც.მომიტინგეებსა და პოლიციას შორის მოხდა შეტაკებები. სამართალდამცველებმა, აქციის მონაწილეების დასაშლელად, ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. პოლიციამ 20-ზე მეტი პირი დააკავა.
1763278580
სტეფანწმინდა +9 - უმეტესად ღრუბლიანიგუდაური +6 - უმეტესად ღრუბლიანითელავი +17 - უმეტესად ღრუბლიანირუსთავი +18 - უმეტესად ღრუბლიანითბილისი +18 - უმეტესად ღრუბლიანი
1763278318
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი დაკავებულის - ა.კ.-ს საცხოვრებელი სახლიდან, პოლიციის მიერ ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისათვის მოწყობილი სპეციალური სათბური და "მარიხუანა", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლევან რატიანი დაჭრილ სპეცრაზმელზე: ეცვა პროტოკოლით გათვალისწინებული ჯავშანი... შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ ჯავშანმა იხსნა მისი სიცოცხლე
1762348692
თაკო ჩარკვიანი: ღამე რომ ურეკავ გარდაცვლილი შვილის მეგობრებს, მცემენ და მიშველეთო, ადამიანურად არ მიეშველებიან? პატრულს რატომ არ დაურეკა მანჩო გიორგობიანმა?
1762348180
8 ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში გარკვეული ცვლილებები შევა
1762530280
"ამ მძიმე წუთებში ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას" - ილჰამ ალიევი საქართველო-თურქეთის საზღვართან მომხდარ ავიაკატასტროფას გამოეხმაურა
1762868601
თბილისის რამდენიმე რაიონს წყალი 36 საათით შეუწყდება - GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1762353814