სტამბოლში, მეტროს სადგურის მშენებლობაზე ხარაჩოები ჩამოიშალა, რის შედეგადაც 5 მუშა დაშავდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ადგილზე დიდი რაოდენობით სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები იყო მობილიზებული.
სტამბოლის გუბერნატორის ადმინისტრაციამ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ორ მუშას პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ხოლო მაშველების მიერ გადარჩენილი კიდევ სამი მუშა კლინიკაში გადაიყვანეს.
