სტამბოლის გენერალურმა პროკურატურამ, ქალაქის ყოფილ მერს, ეკრემ იმამოღლუს კორუფციის 142 ბრალდება წაუყენა, რაც 828-დან 2 352 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მედიის ინფორმაციით, იმამოღლუ მიმდინარე წელის მარტიდან, კორუფციაში ეჭვმიტანილის სტატუსით პატიმრობაში იმყოფება.
სტამბოლის მერი და მისი ოპოზიციური "რესპუბლიკური სახალხო პარტია" (CHP) უარყოფენ რაიმე სახის დანაშაულს და პრეზიდენტს და მის მოკავშირეებს, ერდოღანის პოპულარობის შემცირების საპასუხოდ, რეპრესიების დაწყებაში ადანაშაულებენ.
თუმცა, ქალაქის მთავარი პროკურორი არა მხოლოდ იმამოღლუს, არამედ კიდევ 401 პირს დებს ბრალს. პროკურორი ყოფილ მერს კრიმინალური, კორუფციული ქსელის შექმნასა და ხელმძღვანელობაში ადანაშაულებს.
რვათვიანი გამოძიების შემდეგ, პროკურორმა აკინ გურლეკმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილებმა, რომელთაგან 105 დაკავებულია, შექმნეს მასშტაბური კრიმინალური ორგანიზაცია, რომელიც დაკავებული იყო მექრთამეობითა და ფულის გათეთრებით. მან განაცხადა, რომ თურქეთის სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი 3.8 მილიარდ დოლარს შეადგენს.
