აშშ-ში, ორეგონის უნივერსიტეტში პირველად შეიქმნა ადამიანის ემბრიონები კანის უჯრედების დნმ-ის გამოყენებით, რომელიც  დონორის კვერცხუჯრედებში გენეტიკური კოდის გარეშე გადაიტანეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, განაყოფიერების შემდეგ, ზოგიერთმა უჯრედმა განვითარება დაიწყო, მაგრამ ვერც ერთმა ემბრიონმა 6 დღეზე მეტი ხნით ვერ იარსება.

"ჩვენ მივაღწიეთ იმას, რაც შეუძლებლად გვეგონა", - თქვა პროფესორმა შუხრატ მიტალიპოვმა, ორეგონის ჯანმრთელობისა და მეცნიერების უნივერსიტეტის ემბრიონული უჯრედებისა და გენური თერაპიის ცენტრის დირექტორმა.

მეცნიერებმა მიიღეს 82 ფუნქციონალური კვერცხუჯრედი, რომელთაგან ზოგიერთი წარმატებით იქნა მიყვანილი განვითარების ადრეულ ეტაპზე. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მეთოდის დახვეწას დაახლოებით ათი წელი დასჭირდება.

მკვლევრები თვლიან, რომ ტექნოლოგია შეიძლება რევოლუციური იყოს: მას შეუძლია დაძლიოს ასაკთან დაკავშირებული ან დაავადებასთან დაკავშირებული უნაყოფობა, რადგან ორგანიზმში თითქმის ნებისმიერი უჯრედი შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩასახვისთვის.

გარდა ამისა, როგორც BBC-ი იუწყება, მეთოდი ერთსქესიან წყვილებს შესაძლებლობას მისცემ გენეტიკურად მონათესავე შვილი ჰავდეთ.