ინდონეზიის დასავლეთით, სუმატრას პროვინციაში, მეწყერსა და წყალდიდობას, სულ მცირე, 19 ადამიანი ემსხვერპლა,- იუწყება უცხოური მედია.
ბოლო მონაცემებით, ტერიტორიიდან 70 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
როგორც სამაშველო სამსახურში აცხადებენ, დაკარგულად მიიჩნევა 7 ადამიანი, თუმცა, ძიების პროცესს მეწყრის შედეგად ჩახერგილი გზები აფერხებს.