"მის შვეიცარიის" ფინალისტის, კრისტინა იოკსიმობვიჩის მკვლელობაში, შვეიცარიის ხელისუფლებამ ოფიციალური ბრალი მის ქმარს წაუყენა. გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცმა ქალის სხეული დაანაწევრა და ქიმიურ ნივთიერებაში მოათავსა, ნარჩენები კი ნაგვის პაკეტებში გადაანაწილა. ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს.

 

"ბაზელ-ლანდშაფტის პროკურატურამ დაასრულა გამოძიება ბინინგენში სავარაუდო მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელიც 2024 წლის 13 თებერვალს მოხდა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გამოძიების ინფორმაციით, "მის შვეიცარიის“ ყოფილი ფინალისტის ქმარმა, მას საშვილოსნო ამოუღო, ელექტრო მოწყობილობით სხეული დაანაწევრა, ბლენდერში დაფქვა და მჟავაში მოათავსა, შემდეგ კი ნარჩენები ნაგვის პარკებში ჩაყარა.

ცნობით, ქალის ნეშტი მისმა მამამ აღმოაჩინა, რომელიც ქალიშვილის სახლში მას შემდეგ მივიდა, რაც ბაღიდან შეატყობინეს, რომ მას ბავშვებისთვის არ მიუკითხავს.

ფედერალური სასამართლოს ცნობით, იოქსიმოვიჩის ქმარმა, ცოლის მკვლელობა 2024 წლის მარტში აღიარა, თუმცა განაცხადა, რომ თავდაცვის მიზნით მოქმედებდა, რადგან ქალი მას დანით დაესხა თავს. იმავე წლის სექტემბერში, სასამართლომ დაადგინა, რომ ქალი დაახრჩვეს.

გამომძიებლები აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილმა გამოავლინა "განსაკუთრებით მაღალი დონის კრიმინალური ენერგია, თანაგრძნობის ნაკლებობა და ცივსისხლიანობა".

ოთხშაბათს, ქალბატონი იოქსიმოვიჩის გარდაცვალების ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ, პროკურორებმა მკვლელობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალი მის ქმარს ოფიციალურად წარუდგინეს.

მედია იუწყება, რომ 43 წლის ეჭვმიტანილი პატიმრობაში რჩება და სასამართლო პროცესის თარიღი მოგვიანებით დაინიშნება.

ცნობისთვის, წყვილი 2017 წელს დაქორწინდა და ბაზელის მდიდრულ უბანში, დიდ სახლში ცხოვრობდა. წყვილს ორი შვილი ჰყავს.

ბინინგენის მკვიდრმა, სერბული წარმოშობის კრისტინა იოქსიმოვიჩმა "მის ჩრდილო-დასავლეთ შვეიცარიის" კონკურსში გაიმარჯვა და მოგვიანებით "მის შვეიცარიის" კონკურსის ფინალისტი გახდა.