მოლაპარაკებების პარალელურად, უკრაინაზე იერიშები ისევ გრძელდება. რუსულმა ძალებმა გვიან ღამით იერიში "ისკანდერ-M“-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტით, 102 დრონითა და საზენიტო მართვადი რაკეტით განახორციელეს.
ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საჰაერო ძალებმა 87 უპილოტო საფრენი აპარატის განადგურება შეძლეს. საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ რაკეტის დარტყმის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ არსებობს. დრონებით დარტყმა კი 10 ლოკაციაზე დაფიქსირდა.
