დონალდ ტრამპის განცხადებით, შტატებმა ვენესუელის ავტორიტარი ლიდერის, ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაციის დროს ახალი, საიდუმლო იარაღი გამოიყენა. 47-ე პრეზიდენტმა, New York Post-თან ინტერვიუში საიდუმლო იარაღს "დისკომბობულატორი" უწოდა.
ტრამპმა თქვა, რომ საიდუმლო იარაღმა მადუროს დაცვის "აღჭურვილობა დააზიანა", როდესაც ამერიკული ვერტმფრენები 3 იანვარს კარაკასში ვენესუელის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის დასაკავებლად ჩაფრინდნენ.
მედია წერს, რომ ტრამპი სავარაუდოდ, იმ მოწყობილობას გულისხმობს, რომელსაც სხვა სისტემების "დაბნევა" ან წყობიდან გამოყვანა შეუძლია.
