მინეაპოლისში მასობრივი არეულობის დროს აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი მძიმედ დაშავდა. დეპარტამენტის ცნობით, მომიტინგეები თავს დაესხნენ ოფიცერს, ერთ-ერთმა მომიტინგემ კი მას თითი მოაჭამა. ინფორმაციას foxnews-ი ავრცელებს.
შაბათს, შინაგანი უსაფრთხოების მდივნის თანაშემწემ, ტრიშა მაკლაფლინმა, სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც გამოსახულია ფედერალური სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოკვეთილი თითი. ტრიშა მაკლაფლინის განცხადებით, მინეაპოლისში, აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურის (ICE) მოწინააღმდეგე აქტივისტმა უკბინა და თითი მოაგლიჯა.
"მინეაპოლისში, ამ აქციის მონაწილეები თავს დაესხნენ ჩვენს სამართალდამცავ ორგანოს თანამშრომლებს და ერთ-ერთმა მათგანმა თითი მოაჭამა", - წერს მაკლაფლინი პოსტში. "ის თითს დაკარგავს", - დასძინა მან.
მან ასევე გამოაქვეყნა ორი ადამიანის ფოტო, რომლებიც, სავარაუდოდ, დაკავებულები არიან, თუმცა გაურკვეველია, რომელია სავარაუდო თავდამსხმელი.
