მინეაპოლისში მომხდარი მკვლელობის გამო ტრამპი ქალაქის მერისა და მინესოტას გუბერნატორის პასუხისმგებლპობაზე საუბრობს. ამერიკის პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოუცხადა იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურების (ICE) ოფიცრებს, რომლებმაც მინეაპოლისში მამაკაცი მოკლეს.
პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა შტატის გუბერნატორი და ქალაქის მერი და ისინი "აჯანყების წაქეზებასა“ და ფედერალური აგენტების მუშაობისთვის ხელის შეშლაში დაადანაშაულა.
სოციალურ ქსელში ამერიკის პრეზიდენტმა გააზიარა პისტოლეტის ფოტო, რომელიც, ფედერალური ოფიციალური პირების თქმით, ეჭვმიტანილს ჰქონდა. ტრამპი აცხადებს, რომ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის თანამშრომლებს საშუალება არ ეძლევათ, თავიანთი საქმე აკეთონ.
"ეს მსროლელის იარაღი, სრულ მზადყოფნაში გამოსაყენებლად. სად იყო ადგილობრივი პოლიცია? რატომ არ მისცეს ოფიცრებს დაცვის უფლება? მერმა და გუბერნატორმა გააუქმეს ისინი? ამ პოლიციელთაგან ბევრს არ მიეცა თავისი სამუშაოს შესრულების უფლება, ICE-ს მოუწია საკუთარი თავის დაცვა – ეს ადვილი საქმე არ არის! მერი და გუბერნატორი აჯანყებას აქეზებენ, ამის ნაცვლად, ამ ფარისეველმა პოლიტიკურმა სულელებმა უნდა ეძებონ მილიარდობით დოლარი, რომელიც მინესოტის და ამერიკის შეერთებული შტატების ხალხს მოჰპარეს", – წერს ტრამპი.
