თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსის ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება ბრალდებული. მის საქმეზე საგამოძიებო ვადა გახანგრძლივდა, რის გამოც, დღევანდელ სხდომაზე პოლიტიკოსის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯება.
გამოძიების ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, ცეცხლსასროლი იარაღით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, სასამართლოს კანცელარიაში განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.
გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.
