"ამ დღეებში გამოჩნდა ყველაფერი კარგად, დაუბრუნდნენ ისინი თავიანთ ბუნებრივ წიაღს იქ, საიდანაც ისინი იშვნენ თავის დროზე და სადაც არის მათი ადგილი იდეოლოგიურად", - ასე ეხმაურება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი "ნაციონალური მოძრაობა" და მისი გუნდის ყოფილი წევრებისგან შემდგარ ალიანსს.
ლევან მახაშვილი ამბობს, რომ ისინი იდეოლოგიურად ეკუთვნიან ერთ იდეოლოგიას და ერთ პარტიას, ეს არის "ნაციონალური მოძრაობა".
"მე პირადად გამახსენა ბიბლიური შეგონება - "მიწა ხარ და მიწად იქეცი". დაუბრუნდნენ თავიანთ ბუნებრივ წიაღს, რაც იყო ლოგიკური მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მოჩვენებითი წარმოდგენა, რომ თითქოს ისინი გასული იყვნენ თავიანთი დედა პარტიიდან "ნაციონალური მოძრაობიდან". ამ დღეებში გამოჩნდა ყველაფერი კარგად, დაუბრუნდნენ ისინი თავიანთ ბუნებრივ წიაღს იქ, საიდანაც ისინი იშვნენ თავის დროზე და სადაც არის მათი ადგილი იდეოლოგიურად. ჩვენ სულ ამას ვამბობთ, შეიძლება სხვაგან იყვნენ, შეიძლება სხვა სახელი ერქვათ, სხვა ფორმა, სხვა ნომერი ჰქონდეთ, მაგრამ იდეოლოგიურად ეკუთვნიან ერთ იდეოლოგიას და ერთ პარტიას, ეს არის "ნაციონალური მოძრაობა," - აცხადებს ლევან მახაშვილი.
