ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროპის ქვეყნები გააფრთხილა, რომ არ მიიღონ მონაწილეობა აშშ-ისრაელის მიერ ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ განხორციელებულ კამპანიაში და განაცხადა, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აღქმული იქნება, როგორც "ომის აქტი“.

"ეს იქნებოდა ომის აქტი. ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი ასეთი ქმედება აგრესიაში თანამონაწილეობად ჩაითვლება. ეს ირანის წინააღმდეგ ომის აქტად ჩაითვლება", - განუცხადა ჟურნალისტებს სამინისტროს წარმომადგენელმა ესმაილ ბაქაიმ.

გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა კვირას განაცხადეს, რომ მათ შეუძლიათ მიიღონ "პროპორციული თავდაცვითი ზომები, რათა გაანადგურონ ირანის შესაძლებლობა, გაუშვას რაკეტები მათი მიმართულებით".