თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის პროცესი გაიმართა. გადაისინჯა აღკვეთის ღონისძიება და ის უცვლელი დარჩა. სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დღეს მოსამართლემ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობაში ბრალდებული ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

გამოძიების ინფორმაციით, მან ნოემბერში, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის მინა. შიდა სივრცეში დაასხა აალებადი ნივთიერება, ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა. შემდეგ მანდატურს "თავს დაესხა, დაუწყო ცემა", ცდილობდა ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებას და გამოყენებას.