აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მედიასთან საუბრისას არჩევნების შედეგებზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, შუალედური არჩევნების შედეგების მიღებისთვის მზად არის.
"აბსოლუტურად მზად ვარ მივიღო ეს შედეგები", - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ ოპოზიციონერ პარტიასთან თანამშრომლობისთვისაც მზად არის.
"იცით, მოუთმენლად ველით მათთან თანამშრომლობას. ალბათ, გარკვეულ შეთანხმებას მივაღწევთ", - აღნიშნა ტრამპმა.
