აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთი ძლიერი სამხედრო ძალაა, მოსწონს ეს ხალხს თუ არა. ის გაცილებით დიდია, აღნიშნა მან.
როგორც ტრამპმა fox news-ის ეთერში სატელეფონო ჩართვის დროს განმარტა, არ შეიძლება წახვიდე ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც შენზე ათჯერ დიდია.
"იცით, ყველას შეუძლია მოტყუება, ასე თუ ისე. მაგრამ საბოლოოდ, უკრაინა დაიბრუნებს თავის ცხოვრებას. ისინი შეწყვეტენ ადამიანების დაკარგვას. და ისინი მიიღებენ უამრავ მიწას. მაგრამ ეს იყო ომი და რუსეთი ძლიერი სამხედრო ძალაა, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა. ეს არის დიდი ძალა, გაცილებით დიდი. ეს არ არის ისეთი ომი, რომელიც უნდა დაწყებულიყო. ეს ასე არ კეთდება. არ შეიძლება წახვიდე ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც შენზე ათჯერ დიდია... ახლა ისინი დონბასზე საუბრობენ, მაგრამ დონბასი, როგორც იცით, 79%-ით რუსეთის მიერ კონტროლდება. მათ ეს იციან", - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა fox news-ითან ინტერვიუში.