ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები გამოქვეყნებულია - აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების გვერდზე შესაძლებლობა აქვთ, ნახონ გათანაბრებული და სკალირებული ქულები.

აპელაციის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში.

"დღეიდან აბიტურიენტებს საკუთარ სარეგისტრაციო გვერდზე შეუძლიათ, ნახოთ აპელაციის შედეგები და ასევე, გათანაბრებული და სკალირებული ქულები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს იმ გამოსაცდელებისთვის, რომლებმაც ქულა ზღვართან ახლოს მიიღეს და ვერ გადალახეს ბარიერები, რადგან აპელაციის და ასევე, გათანაბრების შედეგად იმდაგვარად შესაძლებელია შეიცვალოს მათი ქულები, რომ განაგრძონ მონაწილეობის მიღება კონკურსში. საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შესაძლებლობა იქნება 21 აგვისტოს 18:00 საათამდე. ჩვენი რჩევაა, რაც შეიძლება მეტი საგანმანათლებლო პროგრამა აირჩიონ“, - აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ნინო წერეთელი.