პაკისტანში წყალდიდობაა - სტიქიის გამო ქალაქი კარაჩი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

კოკისპირული წვიმების გამო შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობაც.

ხელისუფლება წყალდიდობის მასშტაბის გაზრდას ვარაუდობს.

პაკისტანის მეტეოროლოგიური დეპარტამენტის ინფორმაციით, წვიმა და ცუდი ამინდი ქვეყნის რამდენიმე რაიონში, კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდება.