ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმე აღძრულია 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოცურების გამო, მოტოციკლი მაღალი ძაბვის ბოძს შეეჯახა. დაღუპული 20 წლამდე ახალგაზრდაა.