უკრაინა-რუსეთის მოვლენები მესამე მსოფლიო ომისკენ მიდიოდა - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, მარკ ლევინთან ინტერვიუში განაცხადა. დონალდ ტრამპმა მისი წინამორბედები გააკრიტიკა და ამ კონტექსტში ახსენა საქართველოც.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ყირიმი ობამას დროს, საქართველოს დიდი ნაწილი კი, ბუშის დროს წაიღეს.

"ყირიმი ობამამ დათმო და ამის შესახებ არავინ საუბრობს. მე რომ გამეკეთებინა, მომდევნო 20 წლის განმავლობაში ყველა გაზეთის პირველ გვერდზე ვიქნებოდი. იმაზე საუბრობენ, რომ დონალდ ტრამპს პუტინთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. ყირიმი მისთვის მე არ მიმიცია, ის სწორედ ობამას დროს წაიღეს, ხოლო საქართველოს დიდი ნაწილი ბუშის დროს. ჩემს დროს არაფერი წაუღიათ. ვფიქრობ, რუსეთ-უკრაინის ომი მესამე მსოფლიო ომისკენ მიდიოდა, მაგრამ ეს აღარ მოხდება, ამაზე არ ინერვიულოთ. ყველა დაინახავს რა მოხდება და როგორ მოხდება", - განაცხადა ტრამპმა.