თავიდან ბოლომდე საფუძვლიანად იქნება რესტავრირებული დადიანების სასასხლე, ეს შეეხება როგორც სასახლის ფასადს, ასევე შიდა სივრცეებს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ზუგდიდში ყოფნისას აღნიშნა და დადიანების სასახლე კულტურისა და განათლების მინისტრებთან ერთად დაათვალიერა.
"ვესტუმრეთ კიდევ ერთხელ დადიანების სასახლეს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის და ამ კუთხის გამორჩეული სიამაყე და გვინდა განვაცხადოთ, რომ ვგეგმავთ მასშტაბურ რესტავრაციას, ეს შეეხება როგორც სასახლის ფასადს, ასევე შიდა სივრცეებს. თავიდან ბოლომდე საფუძვლიანად იქნება რესტავრირებული დადიანების სასასხლე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს სასახლე არის ჩვენი სიამაყე და მასზე ზრუნვა არის ჩვენი განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. მადლობა მინდა გადავუხადო კულტურის მინისტრს, მისი ინიციატივა იყო ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა, ჩვენ დავუჭირეთ ამ ინიციატივას მხარი", - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
საქართველოს კულტურის სამინისტროს ინიციატივით 2025 წელს დაიწყება და 2028 წლამდე გაგრძელდება ზუგდიდის დადიანების სასახლეების დედოფლისეული რეზიდენციის რეაბილიტაცია.