საფრანგეთში პროტესტი არ წყდება. ხვალისთვის ქვეყანაში საყოველთაო გაფიცვაა დაგეგმილი.

მანამდე კი, საფრანგეთის მასშტაბით ათასობით სტუდენტი და მოსწავლე ქუჩაში კიდევ ერთხელ გამოვიდა. ისინი უკეთეს პირობებს, მეტ დაფინანსებას და გაზრდილი ცხოვრების ხარჯების ფონზე სოციალურ დაცვას ითხოვენ.

პარიზში, აკრძალვის მიუხედავად აქცია მაინც შედგა, ისევ იყო პოლიციასთან შეტაკებები. სტუდენტებთან და მოსწავლეებთან ერთად მოძრაობას შეუერთდნენ პროფკავშირები და ყოფილი ე.წ. ყვითელ ჟილეტიანები.