საფრანგეთში სტუდენტები და მოსწავლეები საპროტესტო აქციებს განაგრძობენ. ქვეყნის მასშტაბით ათობით სკოლა და უნივერსიტეტია დაბლოკილი. დემონსტრანტები ხელისუფლებისგან სასწავლო შენობების განახლებას, კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირებასა და უნივერსიტეტებში ადგილების დამატებას ითხოვენ.

ხვალ დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვამდე, დღეს პარიზსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში საპროტესტო მსვლელობებიც იმართება. გრძელდება დაკავებები. გამოძიება მიმდინარეობს ჟანდარმების მიმართულებით "მოლოტოვის კოქტეილების" სროლის ფაქტებზეც. პროკურატურამ მომხდარ დანაშაულებს მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაცია მისცა.

"1 300-ზე მეტი პოლიციელი და ჟანდარმი დაშავდა. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ის ძალადობა, რომლის სამიზნეც სამართალდამცველები ხდებიან. როდესაც თავდასხმები პოლიციელების, ჟანდარმების, მეხანძრეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ხდება, ხოლო პოლიტიკოსები ამგვარ ძალადობას ახალისებენ, ეს სამართლებრივი სახელმწიფოსთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს," - აცხადებს საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი ჟერალდ დარმანენი.