ესპანეთში ისევ ტყის ხანძრებს ებრძვიან. გალისიის, ესტრემადურასა და კასტილია და ლეონი რეგიონებში ხელისუფლების გადაწყვეტილებით შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა.
ასევე, დაკეტილია პოპულარული კამინო-დე-სანტიაგოს მომლოცველთა ბილიკის 50 კმ-იანი მონაკვეთი.
სამხრეთ ევროპა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ხანძარს უკვე რამდენიმე კვირაა ებრძვის.
ევროპის ტყის ხანძრების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, ესპანეთში დაახლოებით 382 600 ჰექტარი ფართობი დაიწვა, რომელიც კუნძულ მალიორკას ზომის ეკვივალენტურია.