შეიარაღებულმა პირმა მანჰეტენზე ერთ-ერთი ოფისის შენობაში ცეცხლი გახსნა. მოკლა 4 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი. ასევე, დაჭრა ერთი და თავი მოიკლა.
პოლიციამ ეჭვმიტანილის ვინაობა გაარკვია - მსროლელი ლას ვეგასის 27 წლის მკვიდრია. სამართალდამცავი უწყების მონაცემებით, მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. თუმცა მკვლელობების მოტივი ამ დრომდე უცნობია. შეინ ტამურაას იარაღის ტარების უფლება ჰქონდა.