გადაუდებელი დახმარების ცენტრის თბილისის მე-8 და მე-10 ფილიალის სამედიცინო ბრიგადებს ორი მშობიარობის მიღება კლინიკაში მისვლამდე თავად მოუწიათ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი "შენი სიცოცხლის გადასარჩენად" ავრცელებს.
"თბილისის სასწრაფო დახმარების მე-8 და მე-10 ფილიალის ბრიგადებმა გამოძახება ლოზუნგით - მშობიარობა მიიღეს. ორივე შემთხვევაში ახალგაზრდა ქალბატონებისთვის ეს მესამე მშობიარობა იყო.
სამშობიარო მოქმედებები მოულოდნელად განვითარდა და ჰოსპიტალიზაციის დრო არ რჩებოდა.
პირველ შემთხვევაში დაიბადა ჯანმრთელი ბიჭი, რომელმაც მაშინვე წამოიტირა. მეორე შემთხვევაში კი ჯანმრთელი გოგონა.
ექიმების მიერ მოხდა პარამეტრების შეფასება, პაციენტები აყვანილ იქნენ მონიტორზე, ჩატარდა ჭიპლარის დამუშავება და პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა საჭირო პროცედურა, რის შემდეგაც თბილისის სხვადასხვა კლინიკაში იქნენ გადაყვანილნი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.