გარეულ ღორზე აქტიური ნადირობის აუცილებლობის გათვალისწინებით, მონადირეები პრობლემის წინაშე დგანან: ხორცის შესანახი ადგილი აღარ დარჩა. პრობლემის მოსაგვარებლად, მთავრობა გეგმავს გარეული ღორის ხორცის დაკონსერვებას და უკრაინაში გაგზავნას.

მათი ინფორმაციით, აფრიკული ღორის ჭირის გავრცელებაზე გავლენის მქონე ერთ-ერთი ფაქტორი ტყეში გარეული ღორის პოპულაციის რაოდენობაა. ადგილობრივების თქმით, რაც შეიძლება მეტს კლავენ, მაგრამ პრობლემაა ხორცის შესანახი ადგილის უკმარისობა. შედეგად, ესტონეთის მონადირეთა საზოგადოება მიიჩნევს, რომ პრობლემის მოგვარებაში სახელმწიფო უნდა ჩაერიოს.

"ჩვენ აუცილებლად უნდა გადავხედოთ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ უმი ხორცის დამუშავებისას, რომელიც შემოწმებულია და დაავადებაზე ტესტის შედეგი უარყოფითი. ამჟამად არ გვაქვს უფლება გავყიდოთ გარეული ღორის უმი ხორცი და ხორცის გადამამუშავებლებსაც ეკრძალებათ მისი გაყიდვა, მაშინაც კი, თუ ის შემოწმებულია და ვირუსისგან თავისუფალია. ეს რეგულაცია ევროპიდან მოდის, მაგრამ ის უნდა გადაიხედოს და შეიძლება გამონაკლისის მოთხოვნა", - აცხადებს ესტონეთის მონადირეთა საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორი, ტონის კორტსი.

ამასობაში, თერმულად დამუშავებული ხორცის გაყიდვა დაშვებულია, თუმცა მყიდველები ცოტანი არიან. როგორც ხორცის გადამამუშავებლები აცხადებენ, გარეული ღორის ხორცის რაოდენობა მოთხოვნაზე მეტია.

"შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენი საწყობები სავსეა და სიტუაცია სავალალოა - იმაზე მეტს ვაგროვებთ, ვიდრე გაყიდვა შეგვიძლია. ამჟამად გარეული ღორის ხორცის ექსპორტი შეუძლებელია და ყველაფერი, რასაც ვყიდით, თერმულად დამუშავებული უნდა იყოს. მოთხოვნა საკმაოდ დაბალია. ფინელები იყვნენ ჩვენი მთავარი მყიდველები, მაგრამ დღესდღეობით ისინიც კი ერიდებიან გარეული ღორის ხორცის მოხმარებას", - ამბობს ერთ-ერთი ხორცის გადამამუშავებელი კომპანიის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ეს კიდევ ერთი სფეროა, სადაც შესაძლოა სახელმწიფო მხარდაჭერა იყოს საჭირო, რათა ბაზარი დაბალანსდეს ისე.

ესტონეთის რეგიონული საქმეთა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ჰენდრიკ იოჰანეს ტერასის თქმით, სახელმწიფო გეგმავს დაკონსერვებული ხორცის შეძენას, მაგრამ არა ესტონეთის რეზერვებისთვის - ის უკრაინაში გაიგზავნება.

"მე მთავრობას მივმართავ, რომ რეზერვიდან დამატებითი თანხები მოვითხოვო, რათა მონადირეებს დავეხმარო ხორცის შესანახად მაცივრების შეძენაში და გარეული ღორის ხორცის შეძენაში, რომლის დაკონსერვება და უკრაინაში გაგზავნა იქნება შესაძლებელი. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი პრობლემის მოგვარებას მონადირეების წახალისებით, რათა გაზარდონ ძალისხმევა, რაც აუცილებელია დაავადების გავრცელების კონტროლისთვის", - აღნიშნა ტერასმა.